სახალხო დამცველი მორწმუნეებს შობას ულოცავს

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოში არსებულ ქრისტიანულ ეკლესიებს, რომლებიც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ, დღესასწაულს ულოცავს. 

„ქრისტეს შობის დღესასწაულზე ადამიანები ერთმანეთს მშვიდობას, სულიერ სიმშვიდეს და მომავლის რწმენას უსურვებენ. საქართველოს სახალხო დამცველი უერთდება ამ კეთილ სურვილებს და საქართველოს კათოლიკე და პროტესტანტული ეკლესიების მრევლს წარმატებასა და კეთილდღეობას უსურვებს.

კათოლიკე და პროტესტანტულ ეკლესიებს საუკუნეების მანძილზე შეჰქონდათ პოზიტიური წვლილი ქართული კულტურისა და განათლების განვითარებაში. მნიშვნელოვანია, რომ მათი ეს წვლილი სათანადოდ იყოს დაფასებული და ჩვენს თანამემამულეებსა და საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც თავს ამ ეკლესიების მრევლს მიაკუთვნებენ, ჰქონდეთ საშუალება, თავისუფლად იშრომონ, იღვაწონ და კვლავაც შეუწყონ ხელი ჩვენი ქვეყნის კულტურის განვითარებას“ ,- ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.