სახელმწიფომ 100 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შემოიტანა 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სახელმწიფომ 100 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შემოიტანა. ვაქცინა რეგიონებში განაწილდა. როგორც ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, ლაბორატორიულად გრიპის ვირუსი ქვეყანაში ჯერ არ ცირკულირებს და შესაბამისად, ეს პერიოდი ვაქცინაციისთვის საუკეთესოა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გრიპის გავრცელების პრევენციისთვის, აცრების გარდა, მოქალაქეებს ურჩევს დაიცვან ზოგადი ჰიგიენური წესები, ხშირად დაიბანონ ხელები, გაანიავონ ოთახები და სველი წესით დაასუფთავონ ოთახები.