საკმაოდ დამაფიქრებელია - რომელ საყურადღებო მონაცემზე საუბრობს გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ხელმეორედ ინფიცირების შემთხვევები გაზრდილია. 

კერძოდ, გამყრელიძის ინფორმაციით, რეინფიცირების შემთხვევები 5,4%-ით არის გაზრდილი.

"საკმაოდ დამაფიქრებელია ის, რომ რეინფიცირების შემთხვევები 5,4%-ით გაზრდილია. ანუ უფრო დიდი ალბათობით შეიძლება დაინფიცირდეთ", - თქვა გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.

კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი იხილეთ ბმულზე.

ვაქცინაციის განახლებული სტატისტიკა იხილეთ ბმულზე