სალომე ზურაბიშვილი იაპონიის იმპერატორის ტახტზე ასვლის ცერემონიაზე ნაციონალური კაბით მივიდა - VIDEO - PHOTO

სალომე ზურაბიშვილი იაპონიის იმპერატორის, მისი უმაღლესობა ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიას ესწრება. საქართველოს პრეზიდენტი ცერემონიაზე ქართული ნაციონალური კაბით მივიდა. ასევე ჩოხა აცვია საქართველოს საქმეთა რწმუნებულს იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავას. 

სალომე ზურაბიშვილი იაპონიაშვი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ის ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.