სალომე ზურაბიშვილი აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელსა და აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

შეხვედრა ორბელიანების სასახლეში მიმდინარეობს. ჯერ უცნობია, თუ რა საკითხს განიხილავს პრეზიდენტი დიპლომატებთან.