სალომე ზურაბიშვილმა დონალდ ტრამპს წიგნი რელიგიები საქართველოში“ აჩუქა

საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს წიგნი „რელიგიები საქართველოში“ აჩუქა. სალომე ზურაბიშვილი ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო. სწორედ ამ მიღებაზე გადასცა საჩუქარი სალომე ზურაბიშვილმა ტრამპს.

მიღებაზე ტრამპებმა გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაში მონაწილე მსოფლიო ლიდერებს უმასპინძლეს. ოფიციალური მიღება ასამბლეის სესიაში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელების პატივსაცემად, ტრადიციულად, ყოველწლიურად იმართება.

სალომე ზურაბიშვილმა დონალდ ტრამპს წიგნი „რელიგიები საქართველოში“ აჩუქა.