სალომე ზურაბიშვილი რომის პაპს შეხვდა - PHOTO

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდა.

შეხვედრის ამსახველ ფოტომასალას პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილი ვატიკანში ოფიციალური ვიზიტით 16 ივნისს ჩავიდა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა მაღალი რანგის შეხვედრები.