ახალ კორონავირუსზე ტესტირებას საქართველოს სამ ქალაქში ჩაატარებენ

ლუგარის ლაბორატორიის გარდა, ახალ კორონავირუსზე ტესტირება, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში და ქუთაისსა და ბათუმში მდებარე ლუგარის ლაბორატორიის განყოფილებებშიც იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ქვეყანაში ლაბორატორიული კვლევისთვის საჭირო სინჯების საკმარისი მარაგებია.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული.

კარანტინის რეჟიმში 178 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 56 ადამიანი გადის.