სამების არქიმანდრიტი ელისე წერეთელი გარდაიცვალა

სამების საპატრიარქო ლავრის არქიმანდრიტი ელისე 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია "საპატრიარქოს უწყებანი" ავრცელებს. 

მამა ელისე დღეს ელიას მთაზე მდებარე მონასტრის საძმო სასაფლაოზე დაკრძალეს. 

"მწუხარებას გამოვთქვამთ არქიმანდრიტ ელისეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ახლობლებს, ოჯახსა და სამწყსოს

უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული არქიმანდრიტი ელისე", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.