სამების ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული პირების პანაშვიდი მიმდინარეობს

სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 13 ადამიანის სამოქალაქო პანაშვიდი იმართება.

პანაშვიდზე, სახელმწიფო უწყებების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე იმყოფებოდნენ.

8 სამხედროს და 5 სამოქალაქო პირის დღეს, საპატიო წესით დაკრძალავენ. ორ მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენ მებრძოლებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო საფლავებზე გადაასვენებენ.