სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 15 მაისს აღებული 111 ნიმუშიდან კორონავირუსზე ერთი ტესტის პასუხი დადებითია, 110 კი, უარყოფითი. 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების უფროსის, ანზორ ქობალიას ინფორმაციით, კოვიდინფიცირებული პირი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, რადგან მას სომხეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. მამაკაცი ტრაილერის მძღოლია. მას კორონავირუსი კარანტინის ვადის გასვლის შემდეგ დაუდასტურდა.