სამეგრელოში 14 წლის ბავშვს ეძებენ

სამეგრელოში 14 წლის ბავშვს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ გულისკარში მცხოვრები ბავშვები მდინარეზე საბანაოდ იყვნენ წასული, რა დროსაც ისინი დინებამ წაიღო. რამდენიმე მათგანმა ნაპირზე გამოსვლა შეძლო, თუმცა ერთი მათგანი ამ დრომდე არ არის ნაპოვნი. 

გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს. მაშველები სამძებრო ღონისძიებებს ახორციელებენ. ძიების პროცესში ჩართულია სპეციალური ტექნიკა, მათ შორის დრონი.