სამეგრელოში კაცი ბზიკის ნაკბენით გარდაიცვალა

წალენჯიხაში 53 წლის კაცს ბზიკის ნაკბენიდან 15 წუთში გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, კაცი ბიძას ფუტკრის ოჯახებად დაყოფაში ეხმარებოდა, რა დროსაც მას მწერმა საფეთქლის არეში უკბინა. 

მან დაახლოებით 5 წუთში შემცივნება იგრძნო და ნემსის გაეთება მოითხოვა, თუმცა, სანამ მედიკამენტი მიუტანეს, მდგომარეობა დამძიმდა, კომაში ჩავარდა და სასწრაფოს მისვლისას გარდაიცვალა. სავარაუდოდ, მას მძიმე ალერგიული რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. 

გარდაცვლილი ექსპერტიზაზე ოჯახის მოთხოვნით არ გადაუსვენებიათ. ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.