სამეგრელოში ორმა ახალგაზრდამ თვითმკვლელობა სცადა

სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში 23 და 24 წლის ახალგაზრდებმა თვითმკვლელობა სცადეს. Report.ge-ს ინფორმაციით ერთმა მათგანმა თავის ჩამოხრჩობა სცადა, ხოლო მეორემ ვენები გადაიჭრა. ორივე მათგანი მეზობლებმა გადაარჩინეს. 

ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ჯგუფები.

ერთ-ერთი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. 

როგორც Report.ge-ს წყარო უყვება, ბიჭები ერთმანეთთან მეგობრობენ. მომხდარის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. 

Report.ge გამოძიების შესახებ ინფორმაციას შსს-ში არკვევს.