სამგზავრო და საბარგო მიკროავტობუსის შეჯახებისას რვა ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა კურორტ ლიკანთან. ერთმანეთს სამგზავრო და საბარგო მიკროავტობუსი შეეჯახა. შემთხვევის დროს სამგზავრო მიკროავტობუსს მგზავრები გადაყავდა. ინციდენტისას დაშავდა 8 ადამიანი.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო , რაც ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.