ბათუმის ნავსადგურში ამერიკული სამხედრო ხომალდი შევიდა

ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდი USS Porter (DDG 78) ბათუმის ნავსადგურშია. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს საელჩო ავრცელებს. 

საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ეს, საქართველოში გემის მეორე ვიზიტი იქნება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-ისა და საქართველოს შორის საზღვაო სფეროში თანამშრომლობას.

ხომალდი არის Arleigh Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი. მას აქვს ტექნიკური მონაცემები მოიგერიოს წყალქვეშა ნავები და ბალისტიკური რაკეტები.

USS Porter-ის ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი მეზღვაურები მოინახულებენ ისტორიულ ადგილებს და გააღრმავებენ პარტნიორობას ქართველ კოლეგებთან.

აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდები ხშირად ოპერირებენ შავ ზღვაში მონტროს კონვენციისა და საერთაშორისო კანონების შესაბამისად.

USS Porter-ის მეთაურია კაპიტანი ქრეგ ტრენტი. ხომალდზე იმყოფება 39 ოფიცერი და 282 კაციანი პერსონალი. ხომალდის ზომებია: სიგრძე – 154 მეტრი, სიგანე – 20 მეტრი, წყალწყვა – 11 მეტრი.