სამხედრო მოსამსახურეებს წოდების მიხედვით ხელფასი გაეზრდებათ

სამხედრო მოსამსახურეებს წოდების მიხედვით ხელფასები გაეზრდებათ. ამის შესახებ განცხადება თავდაცვის მინისტრმა გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით ჯარისკაცების ანაზღაურება 1 ნოემბრიდან 100-დან 500 ლარამდე მოიმატებს.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ბიუჯეტის გადაგეგმარება აუთვისებელი თანხების ხარჯზე მოხდა.