ბათუმის ნავსადგურში ამერიკული სამხედრო ხომალდი შემოვიდა

ბათუმის ნავსადგურში ამერიკული სამხედრო ხომალდი შემოვიდა. ხომალდს ადგილზე აშშ-ს ელჩის შემსრულებელი, საქართველოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები და სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელობა დახვდნენ. მოეწყო საზეიმო მიღება.

„მოუთმენლად ველით საქართველო-ამერიკის თანამშრომლობის გაძლიერებას შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით. ეს ვიზიტები ადასტურებს ამერიკის ერთგულებას უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიმართ შავი ზღვის რეგიონში“, - განაცხადა ელისაბედ რუდმა.