სამტრედიაში 11-ე კლასის მოსწავლე სასტიკად სცემეს

სამტრედიაში მეთერთმეტე კლასის მოსწავლეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოზარდი სასტიკად არის ნაცემი. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თვითმხილველების ინფორმაციით არასრულწლოვანს 6 პირი გაუსწორდა. ერთ-ერთი ვერსიით მოზარდებს შორის დაპირისპირების მიზეზი გოგონა გახდა.

ნაცემ მოზარდს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ჩხუბში მონაწილე მოზარდები მშობლების თანდასწრებით პოლიციაში გამოკითხეს.

ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.