სამტრედიაში, დევნილთა კორპუსი სახურავის გარეშე დარჩა

სამტრედიაში, ძლიერმა ქარმა დევნილთა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი ახადა. დაზარალებულები სამტრედიის მერმა  ვალერიან ფოცხვერიამ მოინახულა. ის ადგილობრივებს  პრობლემის დაუყონებლივ მოგვარებას დაპირდა.

"ვალერი ფოცხვერიამ შესაბამის სამსახურებს დაზიანების აღმოფხვრა მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში დაავალა,"-აცხადებენ სამტრედიის მერიაში.

საქართველოში უამინდობა კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.