"სამწუხარო ამბავი, რაც ახალ შტამზე ისმის" - რას წერს ნანა გეგეჭკორი

ამერიკაში მცხოვრები ექიმი, კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის" შესახებ წერს:

"ომიკრონზე" ყოველდღიურად ახალი ცოდნა გროვდება.

პირველადი მონაცემებით დაავადების მძიმე მიმდინარეობით არ გამოირჩევა.

ჯერ-ჯერობით სამწუხარო ამბავი, რაც ამ ახალ შტამზე ისმის, უკავშირდება რეინფექციის რისკებს.

კოვიდ გადატანილებში დაინფიცირების ალბათობა, როგორც პირველადი მონაცემებიდან ირკვევა, არის საკმაოდ მაღალი.

თავს გაუფრთხილდით", - წერს ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.