სამწუხაროდ, არ არის დასტური - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე კითხვაზე, რატომ დაიწყო ბევრად დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ვაქცინაცია, მაშინ, როცა საქართველოში არც ერთი დოზა ვაქცინა არ შემოსულა, პასუხობს რომ ამ ეტაპზე "კოვაქს" პლატფორმიდან დასტური არ არის.

"სამწუხაროდ, ჯერჯერობით კოვაქსისგან არ არის დასტური, როდის შემოვა ეს ვაქცინა, დასტური იყო, რომ ვაქცინა იქნებოდა თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში მეორე პარტია...

მაგრამ ძალიან აქტიური მუშაობა მიდის პირდაპირ მწარმოებლებთანაც, ასტრაზენეკას ერთ-ერთ მწარმოებელთან კონტრაქტი უკვე ხელმოწერილია და ველოდებით დადასტურებას, როდის მივიღებთ." - ამბობს იმნაძე.