სანადიროდ წასულ მამაკაცს მანქანა ამოუტრიალდა და ქვეშ მოიყოლა

კახეთში უბედურ შემთხვევას 35 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. დედოფლისწყაროში სანადიროდ წასულ მამაკაცს მანქანა ამოუტრიალდა და ქვეშ მოიყოლა. 

report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.