საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც report.ge უცვლელად გთავაზობთ:

"ა.წ. 17 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ეუთოს საგანგებო წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ქ-ნი ანიკა სოდერი და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას.

აღინიშნა, რომ პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია მშვიდობიანი და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

დელეგაციის ხელმძღვანელმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა მისი უწმინდესობის ძალისხმევის მნიშვნელობა ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში.

მისმა უწმინდესობამ მადლობა გადაუხადა ეუთოს საგანგებო წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, ქ-ნ ანიკა სოდერს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც სადამკვირვებლო და ჰუმანიტარულ მისიებს ასრულებენ კონფლიქტის ზონაში, წარმატებული მოღვაწეობა უსურვა მათ და კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების იმედი გამოთქვა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.