საპატრიარქო ილია მეორეს დაბადების დღის ფოტოებს ავრცელებს - PHOTO

}გუშინ, 4 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 87 წლის გახდა.

საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცეს როგორც ხელისუფლების პირველმა პირებმა, ისე ინტელიგენციის, მეცნიერებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა, საზოგადოების სხვადასხვა ფენისა და მრევლის წევრებმა.

საქართველოს საპატრიარქო ფოტოებს ავრცელებს.