საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირმა ბათუმის ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა. 

დღეს ჩვენ, ყველანი, ვფიქრობთ იმ ტრაგედიაზე, რომელიც მოხდა ბათუმში, ვიხსენიებთ იმ ადამიანებს, რომლებიც დაიღუპნენ.

გვინდა, მივუსამძიმროთ მათ ოჯახებს, ვილოცოთ მათი სულებისთვის, ვუსურვოთ ღვთის შეწევნა, წყალობა და ცხონება, მათ ოჯახებს კი გაძლიერება და სიმტკიცე სარწმუნოებაში, ღვთის მადლი ჰქონოდეთ მათ.

დღეს ჩვენ გადავიხდით პანაშვიდს, სადაც მოვიხსენიებთ შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა სულებს“ - ნათქვამია შიო მუჯირის სამძიმარში.