საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

11 თებერვალს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

„ხუთშაბათს, 2021 წლის 11 თებერვალს, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის მოწვევით გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა“, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.