საპროტესტო აქციის მონაწილეები "ამირანთან" მივიდნენ

ვერის პარკში მყოფი საპროტესტო აქციის მონაწილეები, კინოთეატრ "ამირანთან" მივიდნენ.  როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ისინი სირცხვილის კორიდორს მოუწყობენ ყველა იმ პირს, რომელიც ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" სანახავად "ამირანში" მივა. აქციის მონაწილეები ასევე ამბობენ, რომ ისინი კინოთეატრში შევლენ და კინო-ჩვენებას ჩაშლიან.