საყოველთაო ნათლობა - პატრიარქი კიდევ 500 ბავშვის ნათლია გახდა

სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა რიგით 62-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა.  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კიდევ 500 ბავშვის ნათლია გახდა. 

ნათლობა დღის მეორე ნახევარში დაიწყო.  20:00 საათისთვის კი სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი ილია მეორე მიბრძანდა და ნათლულები დალოცა. 

პატრიარქს უკვე 40 388 ნათლული ჰყავს.