საყოველთაო ვაქცინაციაში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ

საქართველოს თავდაცვის ძალებში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს. პროცესი სამხედრო ბაზებზე სპეციალურად შექმნილ დამატებით ლოკაციებზეც ტარდება. 

თელავში, თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები აიცრნენ. დაგეგმილია აქტიური რეზერვის პირადი შემადგენლობისა და მათ ოჯახის წევრების დისლოკაციის ადგილის მიხედვით აცრა