საქართველოსა და თურქეთს შორის საზღვრის გახსნის მოთხოვნით, სარფში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ორ ქვეყანას შორის საზღვრის გახსნას ის მოქალაქეები მოითხოვენ, რომლებიც თურქეთში იყვნენ დასაქმებული.
აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად სარფი-ბათუმის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი რამდენიმე წუთით გადაკეტეს, ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ცენტრალური გზა, ამ დროისთვის, გახსნილია.
საქართველოსა და თურქეთს შორის მიმოსვლა პანდემიის გამო 2020 წლის 15 მარტს შეჩერდა.