მოპედისა და ავტომობილის შეჯახებისას 2 მოზარდი დაშავდა

ასპინძაში მოპედისა და ავტომობილის შეჯახების შედეგად 2 მოზარდი დაშავდა. მათი მდგომარეობა მძიმეა და შესაძლოა, მათი თბილისში გადაყვანა გახდეს საჭირო.

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.