საშინელი ავარია ფონიჭალაში - არიან დაღუპულები

ავტოსაგზაო შემთხვევას ქვემო ფონიჭალაში, რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ქუჩაზე, დიდი სისწრაფით მიმავალი მანქანა საცხოვრებელ სახლს, შემდეგ კი ქორწილიდან მომავალ რამდენიმე ადამიანს დაეჯახა.

მათგან ორი, ადგილზე გარდაიცვალა, ხუთი კი მძიმედ დაშავდა. არსებული ინფორმაციით გარდაცვლილებს შორის, ერთი, 5 წლამდე ბავშვია.

ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა ავარიის მიზეზი. 

როგორც Report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.