"სასწრაფოდ!" - საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

ისრაელში საქართველოს საელჩო სოციალურ ქსელში საგანგებო ინფორმაციას ავრცელებს და საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს.

"ფრიად სასწრაფო!

ქ. ლოდში 20:00 სააათიდან ცხადდება სრული ჩაკეტვა - კომენდანტის საათი! არ გახვიდეთ ქუჩაში!

საჯარისო დანაყოფები გამოიყენებენ ყველაზე მკაცრ ზომებს!", - აღნიშნულია ინფორმაციაში.