სასწრაფო დახმარების ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს კორონავირუსი დაუდგინდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ის კორონავირუსით მეუღლისგან დაინფიცირდა, რომელიც საქართველოს ეროვნულ ბანკში მუშაობს.

როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, ამ საკითხზე კომენტარს სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსი, ამირან გოგიტიძე გააკეთებს.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა.