სასწრაფო დახმარების ჯგუფი, რომელსაც ავადმყოფი გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

ახალციხეში 112-ის ჯგუფი ავარიაში მოყვა. 

სასწრაფო დახმარების ჯგუფს ავადმყოფი სოფელ საძელიდან ახალციხის საავადმყოფოში გადაჰყავდა. 

სასწრაფო დახმარების ექიმებმა, დაშავებული ექიმი და მანქანაში მყოფი პაციენტი კლინიკაში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლით მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.