სასტუმრო "ჰილტონში" ევაკუაცია გამოცხადდა

ბათუმში, სასტუმრო “ჰილტონში” ევაკუაცია გამოცხადდა. სასტუმროს თანამშრომლები სტუმრებს მოუწოდებენ დაუყოვნებლივ დატოვონ შენობა და მიმდებარე ტერიტორია.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, სასტუმროს ნომერში სტუმარს საახალწლო ასაფეთქებელი აანთო, რის გამოც სიგნალიზაცია ჩაირთო. სტუმრებმა შენობაში დაბრუნება მალევე შეძლეს.