სატვირთო ავტომობილი ორ მანქანას შეეჯახა და ეზოში შევარდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მთაწმინდაზე. სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ორ მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა და სახლის ეზოში შევარდა. შემთხვევის შედეგად სატვირთოს მძღოლი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო , რაც ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.