საუნივერსიტეტო კლინიკას გამოჯანმრთელებული 4 პაციენტი დატოვებს

საუნივერსიტეტო კლინიკას გამოჯანმრთელებული 4 პაციენტი დატოვებს. ამის შესახებ განცხადება ტრადიციულ ბრიფინგზე ლევან რატიანმა გააკეთა. კლინიკის ხელმძღვანელის განცხადებით, რეანიმაციაში 8 პაციენტი წევს მათგან სამის მდგომარეობა გაუმჯობესდა და მათ პალატაში გადმოიყვანენ. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.