საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსი 15-მა პაციენტმა დაამარცხა - VIDEO

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 86 კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. მათგან ორი ახალი პაციენტია, რომელიც დღეს შეიყვანეს. კლინიკის ხელმძღვანელის განცხადებით ახალი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ლევან რატიანის თქმით 15 პაციენტი უახლოეს საათებში დატოვებს კლინიკას. მათ კორონავირუსი დაამარცხეს.