საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული 16 პაციენტის ტესტის პასუხი ცნობილია - LIVE

საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული 16 პაციენტის ტესტის პასუხი უარყოფითია. მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა განაცხადა, ამ დროისთვის საუნივერსიტეტო კლინიკაში 81 პაციენტი რჩება.

კლინიკაში მოთავსებულია კორონავირუსით დაავადებული 4 პირი, მათგან ერთ-ერთის მდგომარეობა იყო მძიმე. თუმცა ლევან რატიანმა აღნიშნა, რომ პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მას მარსელის ეფექტით მკურნალობენ, რაც მხოლოდ ორი პრეპარატით მკურნალობას გულისხმობს და საკმაოდ ეფექტურია.