სავაჭრო ცენტრ კიდობანში“ ხანძარი გაჩნდა

70 კვ.მ ფართი დაიწვა თბილისში, სავაჭრო ცენტრ „კიდობანში“. ხანძარი დღეს დილით გაჩნდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.