საზარელი ავარია დმანისში - დაღუპულია ბაბუა და შვილიშვილი

დმანისის მუნიციპალიტეტის, სოფელ იფნარში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა, მისი 70 წლის ბაბუა  კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა დაშავებულის  გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც  სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.