საზარელი ავარია ზუგდიდში - გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან

ზუგდიდი - ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულია სამი ადამიანი. გარდაცვლილებს შორის ცოლ-ქმარი არიან. დაშავებულია ორი პირი, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. 

ავარიის მიზეზი სავარაუდოდ გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიულს დაეჯახა.

როგორც report.ge-ს შსს-სი განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან ორზე მეტი პირის გარდაცვალება გამოიწვია.