საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენელი, ვასილ მურვანიძე გარდაიცვალა.

"საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საზღვაო ინდუსტრიის ღირსეული წარმომადგენლის ვასილ მურვანიძის გარდაცვალების გამო.

ვასილ მურვანიძე ბოლო წლებში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს პორტების გაციფროვნების, ნავსადგურების საკომუნიკაციო სისტემისა და "ერთი ფანჯრის პრინციპის" დანერგვის პროექტებში, რითაც საკუთარი წვლილი შეჰქონდა საქართველოს სანავსადგურე სექტორის განვითარებაში.

თანავუგრძნობთ მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.