საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მეზღვაურთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს:
მეზღვაურთა საყურადღებოდ!
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარებული აქვთ საზღვარგარეთ, მწვანე სტატუსის მიღება შეუძლიათ საზღვრის კვეთის დროს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენით.
თუ უკვე გადმოკვეთეთ საზღვარი, ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ელ-ფოსტის მისამართზე.
სააგენტო განახორციელებს დოკუმენტაციის ვერიფიკაციას და მიაწვდის შესაბამის ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს.
შედეგად შეგეძლებათ მიიღოთ ე.წ."მწვანე პასპორტი".
რა არის მწვანე პასპორტი?- CovidPass Georgia - აპლიკაციაში რეგისტრაციის გზით მიღებული QR კოდი, (ან)
- covidpass.moh.gov.ge - საიტზე რეგისტრაციის გზით მიღებული QR კოდი, (ან)- საქართველოში ვაქცინაციის ცენტრებში, კლინიკებსა და იუსტიციის სახლებში დაბეჭდილი დოკუმენტის (კოვიდ ბარათი) QR კოდით, (ან)- ევროკავშირის წევრი და "EU Digital COVID Certificate" სისტემაში ინტეგრირებული სხვა ქვეყნების ოფიციალური უწყების მიერ დაბეჭდილი დოკუმენტის QR კოდით, ან ელექტრონულად მინიჭებული QR კოდი.
CovidPass Georgia -ის აპლიკაცია ხელმისაწვდომია: App store-სა და Google store-ზე. გადმოწერე აპლიკაცია: