საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეიზღუდება? - ამირან გამყრელიძის განცხადება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ადასტურებს, რომ მთავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვას განიხილავს. 

"არ დაგიმალავთ და პირდაპირ გეტყვით, ამაზე მსჯელობა მიდის. განვიხილავთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვას. რა ვადით და რა კონკრეტული რეგულაციით, ამას ახლა ვერ მოგახსენებთ. მე მაქვს ჩემი რეკომენდაციები, თუმცა ამ რეკომენდაციებზე საჯაროდ არ ვსაუბრობ და ჩემ პოზიციას საკოორდინაციო საბჭოს ვაცნობ. გიდასტურებთ, რომ ტრანსპორტის გაჩერება ნამდვილად განიხილება" - განაცხადა გამყრელიძემ.