საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგები დღეს, 22 სექტემბერს, თბილისის დროით 12:35 საათზე დაფიქსირდა.

ეპიცენტრი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ რაჭისუბანთან იყო. 

მიწისძვრის სიმძლავრემ 3,3 მაგნიტუდა შეადგინა.