საქართველოში COVID-19-ის მხოლოდ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის მხოლოოდ 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 731-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამავე ვებგვერდზე განახლებული მონაცემების მიხედვით, კორონავირუსი კიდევ 4-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 526-მდე გაიზარდა.

stopcov.ge-ზე ამ დროისთვის არსებული მონაცემები ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 731

მათ შორის გამოჯანმრთელებული - 526

მათ შორის გარდაცვლილი - 12

კარანტინის რეჟიმში - 3076

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 300

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3.