სენაკში მანქანა ხევში გადავარდა და აფეთქდა - არის მსხვერპლი

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეთლემთან მანქანა ხევში გადავარდა და აფეთქდა. 

"მთავარი არხის" ცნობით, მანქანაში სამი პირი დაიწვა, მათ შორის ერთ-ერთი 7 წლის ბავშვია. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი მართავდა.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.